Thursday, June 13, 2019

Wood by Dsquared2 - განსაკუთრებული არომატი


ულამაზესი DAY EVENT მოაწყო პარფიუმერულმა მაღაზიათა ქსელმა "Ici-Paris", სადაც ცნობილი იტალიური ბრენდის Dsquared2-ის სუნამოს WOOD-ის პრეზენტაცია გაიმართა.
ბრენდის დამაარსებლები ტყუპები ძმები დინ და დენ კეიტონები არიან.
WOOD- არომატები განკუთვნილია თავდაჯერებული, ახალგაზრდა მამაკაცებისთვის და ქალბატონებისთვის . მთავარი გმირები ცხოვრობენ ვნებიანი ისტორიებით და ცხელი ემოციებით, რაც ნათლად აისახება სუნამოს საიმიჯო კამპანიაში.

შეფუთვაში ყოველ დეტალს მნიშვნელობა აქვს: მამაკაცებისთვის მუქი შუშითაა წარმოდგენილი, ქალბატონებისთვის კი ღია გამჭვირვალე შუშით. ხის თავსახურავი მაგნიტზე სპეციალურად უმაღლესი ხარისხის დამუშავებით არის შექმნილი.



მამაკაცების არომატში თითოეული ინგრედიენტი განსაკთრებულია: მანდარინი, იმბირი, იის ფურცელი, თეთრი მერქანი, ვეტივერი, კარდამონი და ა.შ.
ფიქრობ მამაკაცების სუნამო უნისექსია, სიამოვნებით გამოვიყენებდი თავადაც. ძალიან საინტერესო და ნიშური არომატი აქვს.
WOOD ქალბატონებისთვის კი უფრო ნაზი და დახვეწილია, ინგრედიენტებიც შესაბამისად: ჟასმინი, კედარი, ჟოლოს ფოთლები, შროშანი, მაგნოლია, სიცილიური მანდარინი და სხვა.


თუ გსურთ თქვენი ხასიათი, სიძლიერე არომატის სახით წარმოაჩინოთ, გირჩევთ აუცილებლად გააკეთოთ არჩევანი Dsquared2-ს განსაკუთრებულ და განსხვავებულ არომატზე WOOD.



No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...