Tuesday, June 18, 2019

Summer Looks Styled by Me


გთავაზობთ საზაფხულო ლუქებს, სადაც აქცენტი აქსესუარებზე გავაკეთე. ძალიან მნიშნველოვანია მინიმალიზმი, სამოსის სწორი შეხამება და ბალანსირებული აქცენტი აქსესუარებზე.


მომწონს მაღალწელიანი 90იანების ჯინსი, მინიმალისტური განსხვავებული მასური, დაბალქუსლიანი ღია საზაფხულო ფეხსაცმელი და რაც მთავარია ოთკუთხედი პრინტიანი სათვალე , რომელიც ამ სეზონის ჰიტია.

თეთრი შარვალი, ჯინსი სწორედ ის არის რაც აუცილებლად უნდა გქონდეთ ამ სეზონზე გარდერობში. შეუხამეთ ყოველდღური მაისური პრინტით. ლუქის უფრო საინტერესოდ წარმოსაჩენად შეარჩიეთ მკვეთრი ფერის საზაფხულო ფეხსაცმელი და ფერადი სათვალე, რომელთა შეძენას პორტუგალიურ აქსესუარების მაღაზიათა ქსელში "პარფოისი" შეძლებთ.


კლასიკური ლუქი ამ სეზონზე პირდაპირ კავშირშია კოპლებთან. გააკეთეთ აქცენტი მაღალქუსლიან კლასიკურ ფეხსაცმელზე და შავ Cat-eye სათვალეზე, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კლასიკა.


სტილი, რომელიც ძალიან მოდურია ამ სეზონზე. მოირგეთ კუბოკრული საზაფხულო კაბა, შეუხამეთ ჩათა დაწნილი დეტალებით, ნუ დაივიწყებთ პრინტიან შარფს და სათვალეს. აქსესუარების შეძენას შეძლებთ პარფოისში.


მბზინავი სადა ქვედაბოლო, მაისური საინტერსოდ ამოშრილი დეტალებით, ჩანთა და ფერადი სათვალე ნამდვილად წარმოადგენს მოდურ ლუქს ამ სეზონზე.


ბეჟი, ხაკისფერი, ყვითელი - სწორედ ის ფერებია, რომელიც ყველაზე მეტად უხდება ზაფხულს.

ვფიქრობ, როდესაც ლუქს ვარჩევთ საზაფხულოდ, ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია აქსესუარების სწორად არჩევა და შეხამება. პარფოისი კი სწორედ ის ადგილია, რომელსაც ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ძალაინ ტენდენციური, ხარისხიანი და რაც მთავარია მისაღებ ფასად აქვს კოლექციები წარმოდგენილი.

2 comments:

  1. Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
    Email us opploansllc@gmail.com then fill this information to
    register your name in our data base.

    (1)Your Name:
    (2)Amount needed as loan:
    (3)Phone number:
    (4)Duration:
    (5) Male/Femele:
    (6)Country

    Regards.

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...