Thursday, June 20, 2019

ECO პროდუქცია ივ როშესგან


მიუხედავად იმისა, რომ ივ როშეს ბრენდს წლებია ვიცნობ, ჩემთვის აღმოჩენა იყო,რომ კომპანიის მთავარი მოტივი ბუნებაზე ზრუნვაა და ამი იდეით იქმნება მცენარეული კოსმეტიკა, რომელიც არ ვნებს პლანეტას. ეს პროდუქცია არის ეკოლოგიურად სუფთა, არ შეიცავს პარაბენებს, საღებავებს და სხვა მავნე ნივთიერებებს. რაც მთავარია, არამხოლოდ პროდუქცია, არამედ შეფუთვაც ECO-FRIENDLY გახლავთ. კომპანიის ეს დამოკიდებულება გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით ძალიან დასაფასებელია.  ასმაგად შემიყვარდა ივ როშე, რადგან არ მჭირდება შემადგენლობის წაკითხვა ყოველი ყიდვსისას და შემიძლია თვალდახუჭული ვენდო ამ ბრენდს. შესაბამისად გავაკეთე პატარა ნაკრები, რომლის შესახებ მინდა დეტალური ინფორმაცია გაგაცნოთ, ვფიქრობ, ძალიან გამოგადგებათ.


პირველი, რაზეც მინდა გესაუბროთ არის პროდუქტი, რომელსაც წლებია ვეძებ. თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი ღიღილოს ექსტრაქტით, რომელიც არ ვნებს თვალს, არ წვავს და აშორებს ნაზად მაკიაჟს. ის მოპოვებულია ივ როშეს ორგანულ მინდვრებზე ლა გასიში. გირჩევთ აუცილებლად გამოცადოთ ეს პროდუქტი, ძალიან კმაყოფილი დარჩებით.


შემდეგი პროდუქტი, რომლის გარეშეც ვეღარ წამომიდგენია ჩემი თავი გახლავთ ივ როშეს ალოე ვერას დამატენიანებელი ტანის კრემი, რომელიც ღრმად ატენიანებს კანს და იცავს გამოშრობისგან. შედეგად კანის ხდება გლუვი, ნაზი და ხავერდოვანი... გარდა ამისა, ეკომეგობრული შეფუთვის დამსახურებით ბუნებაში ნაკლები პლასტიკი ხვდება. განსაკუთრებით მომწონს მისი სურნელიც, რომელიც ძალიან უხდება ზაფხულს.



ალბათ წინა პოსტიდან გსმენიათ კონცენტრირებულ შამპუნებსა და შხაპის გელებზე. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო ჩანაფიქრია. სუპერ ეკნომიური და კომფორტული ფორმულა, 1 წვეთი= 1 შხაპს. მარტივად აქაფებადი ტექსტურა და კომფორტის შეგრძნება შხაპის დროს. მცირე მოცულობიდან გამომდინარე ძალიან იოლად თავსდება სამგზავრო ჩანთაში და იდეალურია მათთვის ვინც ხშირად მოგზაურობს ან ხშირად სტუმრობს აუზზსა თუ სპორტდარბაზებს. პირადად მე აუზზე ხშირად დავდივარ და ძალიან კარგად ვიყენებ. არის სატარებლად ძალიან კომფორტული და რაც მთავარია დიდ ხანს მყოფნის. რაც შეეხება გარემოზე ზრუნვას, როგორც ვიცი, ამ პროდუქტების შექმნის შედეგად გაკეთდა 29 ტონა პლასტმასის ეკონომია, ამ ინოვაციის მეშვეობით ბუნებაში 50%-ზე ნაკლები პლასტიკი ხვდება, ხოლო ფორმულა ბიოდეგრადირებადია. ეს ყველაფერი კი კიდევ უფრო მეტ სიმპატიას იწვევს ჩემში ივ როშეს მიმართ. სწორედ ამიტომ გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რათა თქვენც იცოდეთ, რომ თავადაც შეგიძლიათ ECO პროდუქცია გამოიყენოთ ძალიან მისაღებ ფასად.



დარწმუნებული ვარ ეს პროდუქტი აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი პროდუქტი ამ სეზონზე. ეს გალხავთ დამატენიანებელი შრატი, ზაფხულის სეზონისათვის აუცილებელი პროდუქტი... კანის დატენიანება ყველა ასაკში მნიშვნელოვანია....შრატში შემავალი მცენარე, აფლოია, უზრუნველყოფს ტენის შენარჩუნებას მთელი დღის მანძილზე. არის ასევე ძალიან კომფორტული ზომის ნებისმიერ ადგილას წასაღებად.


შემდეგი პროდუქტი, კი რომელიც ჩემ კალათაში მოხვდა გახლავთ ფეხის მკვებავი კრემი, ლავანდას ექსტრაქტით, რომელიც ღრმად კვებავს ტერფებს და აღადგენს გამომშრალ ან დაზიანებულ ქუსლებს. ზაფხულში კი, როდესაც ღია ფეხსაცმელი გვაცვია, ვფიქრობ განსაკუთრებულად მნიშნველოვანია ფეხის სწორი მოვლა, რაშიც სწორედ ეს პროდუქტი დაგეხმარებათ.

იმედი მაქვს გამოგადგებათ ჩემი რჩევები, თან რაც მთავარია, ამ პროდუქციის გამოყენებით ჩვენც გავუფრთხილდებით გარემოს, რაც 21-ე საუკუნის ყველაზე უცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია.





1 comment:

  1. Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
    Email us opploansllc@gmail.com then fill this information to
    register your name in our data base.

    (1)Your Name:
    (2)Amount needed as loan:
    (3)Phone number:
    (4)Duration:
    (5) Male/Femele:
    (6)Country

    Regards.

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...