Wednesday, June 12, 2019

CHANEL - თქვენი კანის საუკეთესო მოვლა


CHANEL -ი რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია ამას ახნა ალბათ არ სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება შანელის სახის მოვლის პროდუქციასთან დაკავშირებით.
ძალიან გამიმართლა, რადგან პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ "ლუტეციაში" შანელის მოვლის სპეციალისტმა ვიქტორია შიპანოვამ ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი პროცედურა ჩამიტარა.



ყველა ის პროდუქტი, რომელზეც ახლა მოგიყვებით "ლუტეციას" ფილიალებშია წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროცედურა სახლის პირობებში თავად შეგიძლიათ ჩაიტაროთ.


პირველი, რითიც ვიქტორიამ პროცედურა დაიწყო რათქმაუნდა სახის გაწმენდაა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სახის კანის მომზადება რუჯის მისაღებად. წმენდა, ნიღაბი და კანის დატენიანება სწორედ ის არის, რაც აუცილებელია სანამ საზღვაო კურორტებს ესტუმრებით.


პროცედურა საკმაოდ სასიამოვნო იყო, რადგან სახის მასაჟის თანხლებით მიმდინარეობდა.


  • Le Lait გახლავთ სახის გამწმენდი რძე, რომელიც მაკიაჯი მოსაშორებლლადაც გამოიყენება. აუცილებელია სახის ჩამობანვა მისი გამოყენების შემდეგ. 
  • Demaqueillany yeux intense არის თვალიდან და ტუჩიდან მოსაშორებელი ორფაზიანი ფორმულა, რომელიც გამოყენების წინ უნდა შეანჯღიოთ, ნაზად დაასველოთ ბამბის დისკით და შემდეგ გამოიყენოთ.
  • Gommage ეს არის პროდუქტი, რომელიშიც არის მსუბუქი ვარდისფერი მიკროგრანულები. ის ნაზად ქერცლავს მკვდარ უჯრედებს კანიდან და გამოიყენება კვირაში 2-3 ჯერ.


  • და ბოლოს, ყველაზე მთავარი სუბლიმაჯის ნიღაბი. სუბლიმაჟის ხაზი არის გლობალური მოვლა შანელისგან.  მასში შედის ინგრედიენტი ვანილი მადაგასკარიდან, Vanille planifolia, რომელიც მუშაობს კანის 5 ასაკობრივ თვისებაზე: დატენინაებაზე, აღდგენაზე, კოლაგენის, ელასტინის გააქტიურებაზე, კანის ტექსტურის გაუმჯობესებაზე, ტონის, ანუ ფერის გაუმჯობესებაზე და რეგენერაციაზე. კონკრეტულად ეს კი გახლავთ სუბლიმაჟის ნიღაბი. მისი გამოყენებისას აუცილებელია მასაჟი ხელის წრიული მოძრაობით, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი.

ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო და აუცილებელი პროცედურა ჩემი კანისთვის, რომლის შედეგი საკმაოდ დიდი ხანი ძლებს და აისახება თქვენს კანზე. გირჩევთ აუცილებლად ეწვიოთ "ლუტეციას" ფილიალებს და შეიძინოთ შანელის განსაკუთრებული სურნელის მქონე სახის მოვლის პროდუქცია.

No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...