Thursday, May 2, 2019

Explore Ladurée Colors In Tbilisi


ჩემი პირველი შეხვედრა ლადუღესთან 2012 წელს, პარიზში მოხდა. ფრანგულ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი, შესაბამისად ჩემთვის ეიფელის კოშკი, ფრანგული მუსიკა, წითელი ღვინო და ლადუღეს მაკარონები ბავშვობდანვე  ნაცნობი იყო. პარიზში ჩასვლისთანავე მქონდა გამზადებული MUST-VISIT ადგილების სია, რომელშიც ლუვრთან, ტრიუმფალურ თაღთან, მონმარტთან და ბევრ სხვა ღირსშესანიშნავ ადგილთან ერთად, შანზ-ელიზეზე არსებული ლადუღე შედიოდა. ლადუღემ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და მას შემდეგ, ლადუღე -ჩემთვის არამხოლოდ გემრიელ ფერად მაკარონთან, არამედ საფრანგეთის მნიშვნელოვან ნაწილთან ასოცირდება.


როდესაც გავიგე, რომ საქართველოში ლადუღე შემოდიოდა, თითქოს არ მჯეროდა. ვერ წარმომედგინა, რომ თბილისშიც იარსებებდა ადგილი, რომელიც  პირველი წამიდან ჩემში პარიზულ შეგრძნებებს და ემოციებს გამოიწვევდა. 

ჩემთვის ერთგვარი გამოწვევა იყო  გადაწყვეტილება, მეპოვა თბილისში ისეთი ლამაზი ადგილები, რომლებიც ლადუღეს მოუხდებოდა. თუმცა ვფიქრობ, შევძელი აღმომეჩინა თბილისში ლადუღეს ფერები, რომელსაც თქვენც გიზიარებთ.
სახლი, რომელშიც ლადუღეს ფერები აღმოვაჩინე, კლდისუბანში, ბეთლემის ქუჩის სამ ნომერში მდებარეობს. ფერადი ვიტრაჟებით შემინულმა სადარბაზომ ლადუღეს ერთ-ერთი წიგნის ყდა მომაგონა, რომელიც თითქოს თავისით შეეხამა ამ ლამაზ ადგილს. შესაბამისად, მეც გადავწყვიტე, ჩემი ახალი პროექტის "აღმოაჩინე ლადუღეს ფერები თბილისში" პირველი ლოკაცია, სწორედ ეს ადგილი ყოფილიყო.
დაელოდეთ ახალ ფერებს შემდეგ პოსტში.




ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი


No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...