Friday, May 17, 2019

Digital Marketing In Fashion Industry

დღესდღეობით ნებისმიერი ბრენდისა თუ კომპანიის წარმატების უმნიშვნელოვანეს ნაწილს ციფრული მარკეტინგი შეადგენს. როგორი საინტერსო პროდუქტიც არუნდა შესთავაზო მომხმარებელს, ძალიან დიდ როლს სწორედ შეთავაზების ფორმა, სტილი შეადგენს.
21-ე საუკუნეში ციფრული სამყარო ყველაზე დიდ როლს თამაშობს ნებისიერი სფეროს განვითარებაში. არც მოდის ინდუსტრიაა გამონაკლისი. 



თუკი კომპანია, რომელშიც მუშაობთ, რომელიღაც პროდუქტს ყიდის, Instagram-ინფლუენსერების შესახებ აუცილებლად გექნებათ გაგონილი – ეს უახლესი ტენდენციაა. რეკლამის ტრადიციული მეთოდები დავიწყებას მიეცა. სოციალური მედიის ახალგამოჩეკილი ექსპერტები, ე.წ. ინფლუენსერები (eng. Influence – ზეგავლენა), კომპანიებს რეკლამირებას ანაზღაურების, ან პროდუქციის სანაცვლოდ სთავაზობენ. 
მოდის ინდუსტრიაში მანამ, სანამ ინფლუენსერობა ასეთი პოპულარული გახდებოდა, მოდის ბლოგერები იყვნენ ის ადამიანები, რომლის საშუალებითაც კომპანიები, ბრენდები თავიანთ პროდუქტს აპიარებდნენ. დღეს, ინფლუენსინგის გამო, ბლოგერებმა ინსტაგრამ ინფლუენსერობას მიმართეს და ბლოგის ნაცვლად, პოსტებს მხოლოდ ინსტაგრამზე დებენ. 


დღეს ჩვენ ციფრულ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც დიდი ადგილი უჭირავს ტექნოლოგიებსა და ციფრულ მედიას. ციფრული მარკეტინგი და სარეკლამო სფერო ძალიან იზრდება, ვითარდება და მწვერვალებს იპყრობს.  მაგრამ იმისთვის, რომ თქვენი კომპანიაც წარმატებული იყოს, უმნიშვნელოვანესია შექმნათ ბრენდის ისტორია.


კვლევებმა აჩვენა, რომ დაახლოებით 20.000 ბრენდიდან მხოლოდ 12-ს შეუძლია მომხმარებელზე შთაბეჭდილების მოხდენა და თუ თქვენი დიდი სურვილიცაა, რომ ამ თორმეტში თქვენი ბრენდიც მოხვდეს, დაიწყეთ თქვენი ბრენდის ისტორიის შექმნა და მისი გაცნობა მომხმარებელთათვის.

თქვენი ბრენდისა და კომპანიის ციფრულ სამყაროში სწორად პოზიციონირებაში კი მარკეტინგული კომპანია მარკლაბი დაგეხმარებათ. 

დეტალური ინფორმაციისათვს ეწვიეთ Facebook გვერდს:

No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...