Tuesday, May 14, 2019

Colorize Tbilisi With Ladurée Macarons


ამ ფოტოს დადებას განსაკუთრებით ველოდი. ეს ერთ-ერთი პირველი ადგილია თბილისში, რომელიც ლადუღეს ფერად პროექტზე ფიქრისას გამახსენდა. ულამაზესი ძველებური შენობა თბილისის ცენტრალურ უბანშია. რუსთაველის გამზირიდან ერთ პატარა ეზოში როგორც კი შეუხვევთ, სწორედ ამ ცისფერმაქმანებიან სახლს დაინახავთ, რომელიც ძველ-თბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს.

სწორედ ეს სახლი ავარჩიე, როდესაც ლადუღეს ფერადი და გემრიელი მაკარონებით სავსე ყუთი წარმოვიდგინე. მართლაც განსაკუთრებულად მოუხდა ერთი მეორეს. ავარჩიე თითქმის ყველა"ფერის" მაკარონი. თითოეული გამორჩეულია, როგორც ვიზუალურად, ისე გემოთი. იცით ყველაზე მეტად რა მომწონს მაკარონში? ბისკვიტისა და შიგთავსის ფერები იმდენად ლამაზად არის შეხამებული, გეგონება კოლორისტმა შეუხამაო. 
ვფიქრობ, ლადუღეს მაკარონებით სავსე ულამაზესი ყუთი, ნამდვილად საუკეთესო საჩუქარი იქნება თქვენთვის ძვირფასი ადამინისთვის.

არჩევანი რომ მარტივად გააკეთოთ, გთავაზობთ მაკარონების სრულ არჩევანს.



No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...