Tuesday, April 16, 2019

Yves Rocher - ნატურალური კოსმეტიკა


რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვაფასებ და ვხვდები რამხელა მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, განსაკუთრებით კი კოსმეტიკასა და თავის მოვლის საშუალებებს, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც ჩვენს გარეგნობაში, ისე სამომავლოდ მნიშვნელოვნად ასახავს მის კვალს ჩვენს ჯანმრთელობაზე.
ყოველთვის ძალიან მომოწნდა ივ როშეს პროდუქცია, მაგრამ ახლა, როდესაც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვართ, როდესაც ამდენი გამონაბოლქვისგან, მავნე საკვებისგან და დაბინძურებული ჰაერისგან ჩვენი კანი ვეღარ სუნთქავს, ვფიქრობ, ივ როშე სწორედ ის არის, რაც ოდნავ მაინც შეგვიმსუბუქებს მდგომარეობას.



( სახის დასაბანი გელი )

 როგორც მოვიძიე ინფორმაცია ბრენდი უკვე 60 წლის გახდა, შესაბამისად  გამომგონებლები, დერმატოლოგები და ის ვინც მუშაობს ფორმულებზე ივ როშეს გუნდში 1959 წლიდან დაგროვებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით, იკვლევენ მცენარის გენიას, რათა აღმოაჩინონ მისი განსაკუთრებული თვისებები და გამოიყენონ ისინი ეფექტურ კოსმეტიკურ ფორმულებში, რომლებიც შემგდომ ადაპტირედება ჩვენი კანის მოთხოვნებთან.


არჩევანი გავაკეთე შემდეგ ნივთებზე: ლოსიონსა და შიის კარაქის დასაბან გელზე, რადგან ზამთარში კანი ყოველთვის გამომშრალია და სასურველია გაზაფხულზე მაქსიმალურად დავატენიანოთ სხვადასხვა საჭირო ინგრედიენტებით გაჯერებული პროდუქციით. ასევე აღმოვაჩინე ტანის სკრაბი, რომლითაც გაოცებული ვარ.



ზოგადად თითოეული ადამიანის კანი უნიკალურია და სწორედ ამიტომ საჭიროებს ინდივიდუალურად შერჩეულ მოვლას... ბრენდი იყენებს 100% მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ნებისმიერი კანის ტიპის მოთხოვნებს, მარტივად აღწევს კანის უჯრედებში და თქვენი კანი დღითიდღე უმჯობესდება. 


ძალიან მნიშვნელოვანია, როცა იცი რომ ფორმულა შეიცავს 96%-ზე მეტ ნატურალლური წარმოშობის კომპონენტებს, 0% სილიკონი, პარაბენი, საღებავი....

მცენარეები მოყვანილია ლა გასი-ის მინდვრებში, სპეციალური ტექნოლოგიითა და მზრუნველობით... იკრიფება და მუშავდება მხოლოდ ხელით, რათა მცენარემ შეინარჩუნოს ყველა სასარგებლო თვისება და მოაღწიოს თქვენამდე...

და ბოლოს, ყველაზე მთავარი რაც არის, ალბათ თქვენც შეამჩნიეთ წარწერა ECO-FRIENDLY TUBE, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შეფუთვა ექვემდებარება მეორად გადამუშავებას და შეიცავს პლასტიკის მინიმალურ პროცენტულობას.

ივ როშეს არამხოლოდ პროდუქცია, არამედ კომპანიის დამოკიდებულება, მზრუნველობა სამყაროს მიმართ მიასმაგებს იმის სურვილს, რომ ამ ბრენდის პროდუქციის მომხმარებელი ვიყო.






1 comment:

  1. Do you need a loan to pay off your bills? Or for your Business if yes
    Email us opploansllc@gmail.com then fill this information to
    register your name in our data base.

    (1)Your Name:
    (2)Amount needed as loan:
    (3)Phone number:
    (4)Duration:
    (5) Male/Femele:
    (6)Country

    Regards.

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...