Saturday, June 16, 2018

Chanel-ის სილამაზის საიდუმლო


Chanel-ის სილამაზის ხაზი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი, დახვეწილი და სასურველი პროდუქციაა ნებისმიერი ქალბატონისთვის. ბრენდის მთავარი დამახასიათებელი მიმართულება No Make-up Make-up ია, რაც გულისხმობს იმას, რომ შანელის პროდუქციის მოხმარება არ გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებებს ქალბატონის გარეგნობაში.



"ლუტეცია" ჯგუფმა ძალიან საინტერესო მასტერკლასი შემოგვთავაზა ბრენდის წარმომადგენლებისგან და ახალი ხაზის Les Beiges -ის პროდუქცია გაგვაცნო.


იცოდით, რომ არასწორია ტონალური კრემის არჩევისას მისი ხელზე მოსინჯვა? ჩემთვის სიახლე იყო ამის გაგება. როგორც შანელის წარმომადგენლებმა თქვეს, ძალიან დიდი შეცდომაა ამ გზით ტონალური კრემის არჩევა, რადგან არასდროს ერთი კანის ფერი არ აქვს ხელს და სახის კანს. 


აუცილებლად გაითვალისწინეთ სამომავლოდ, რომ ტონალური კრემის ზუსტი ფერის შერჩევა მხოლოდ მისი სახიდან კისრისკენ გარდამავალ ნაწილზე მოსინჯვით შეიძლება. ასე ზუსტად გაიგებთ თუ რა ფერი არის იდეალური თქვენი კანისთვის.


ასევე კიდევ ერთი საჭირო ინფორმაცია, რაც შანელის ბრენდის წარმომადგენლებმა გაგვანდეს შავი ფერიის ლაინერის  და მასკარას სწორად გამოყენებაა. გადატვირთული სამუშაო კვირის განმავლობაში ბევრ ქალბატონს არ აქვს იმის დრო, რომ საფუძვლიანი მაკიაჟი გაიკეთოს, ამიტომ ძირითადად შავი ლაინერის ან ფანქრის წასმითა და მასკარას გამოყენებით შემოიფარგლება. იცით, რომ არასწორია დღის განმავლობაში შავი ფერის ლაინერის გამოყენება? მიზანი თუ თვალის ფორმის გალამაზება და გამოკვეთაა, მაშინ აუცილებლად სხვა ფერის ფანქარი, ლაინერი თუ მასკარა უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად ნაცრისფერი, ყავისფერი, ბორდოსფერი, მწვანე, მაგრამ არა შავი. როგორც პროფესიონალებმა თქვეს, დღის განმავლობაში შავი ფერი მკვეთრად ჩანს და ხაზს უსვამს, რომ თქვენ თვალის მაკიაჟი გაქვთ, მაგრამ თუ გამოვიყენებთ სხვა ფერს, მაშინ აქცენტი თვალის ფორმასა და ფერზე გადავა და ზუსტად იმ ეფექტს მივიღებთ, რაც თავიდანვე ჩანაფიქრში გვქონდა.


განსაკუთრებულია შანელის ახალი Les Beiges-ის ხაზიც, რომელსაც პირველად შანელის სილამაზისა და თავის მოვლის ისტორიაში, სწორედ ბეჟი ფერის დიზაინი აქვს. თითოეული პროდუქცია გამორჩეულია ეფექტურობითა და მაღალი ხარისხით.


იყო შანელის მომხმარებელი ნიშნავს უპირატესობას ანიჭებდე ხარისხს და დახვეწილობას.

ამ განსაკუთრებული კოლექციის შეძენა კი ლუტეციას მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ.

No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...