Monday, June 18, 2018

Amazing Experience at Hard Rock CAFE Tbilisi


პირველად Hard Rock CAFE-ში ბარსელონაში მოვხვდი და მალევე მისი თბილისში გახსნის შესახებ შევიტყვე. რათქმაუნდა ძალიან გამიხარდა, რადგან ეს საერთაშორისო დონის სარესტორნო ბრენდია, საინტერესო და განსხვავებული კონცეფციით.


Hard Rock International, რომელიც წარმოდგენილია 70 ქვეყანაში 165 კაფეთი, 23 სასტუმროთი და 11 კაზინოთი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კომპანიაა. ერიკ კლეპტონის გიტარიდან მოყოლებული Hard Rock ფლობს ყველაზე დიდ მუსიკალური მემორაბილიის კოლექციას, რომელიც გამოფენილია მის დაწესებულებებში მთელ მსოფლიოში. პირველი Hard Rock Cafe კი 1971 წელს ლონდონში გაიხსნა.


Hard Rock Cafe-ს კედლები მორთულია Hard Rock-ის საკულტო მემორაბილიის კოლექციით, რომელშიც შედის მსოფლიოს ლეგენდარული თუ თანამედროვე მუსიკოსების ნივთები. მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ ნახონ მაიკლ ჯექსონის მაისური, რომელიც მას ჯექსონების 1984 წლის “Victory” ტურის დროს ეცვა.


აღსანიშავია მენიუც, რომელსაც Hard Rock Cafe გვთავაზობს, თუმცა არ შემიძლია არ გამოვყო ჩემი საყვარელი ორეოს ჩიზქეიქი, რომელიც მართლაც საოცრებაა!


სასიამოვნო გარემო, გემრიელი კერძები, ისტორიული ნივთები - ეს ის ყველაფერი არ არის რამაც შეიძლება თქვენი გაოცება გამოიწვიოს Hard Rock Cafe-ში. ჩემთვის სრულიად სიახლე იყო მაღაზიაში აღმოჩენილი ნივთები, რომელიც ექსკლუზიურად Hard Rock თბილისის მაღაზიისთვის მზადდება.



ჩემი აზრით, ეს პინები არამხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ლოკალური მომხმარებლებისთვისაც ძალიან სასურველია.






 Hard Rock Cafe არამხოლოდ კონცეფციითა და მენიუთი არის განსაკუთრებული, არამედ მოდური, საინტერესო ტანსამცლისა და აქსესუარების ხაზითაც, რომელიც  თბილისის მაღაზიაშიც არის წარმოდგენილი. ბრენდი აქტიურად ქმნის ყოველ სეზონზე ტენდენციურ სამოსს და სხვადასხვანაირ სტილსა და დიზაინს სთავაზობს მომხმარებელს.


წელს ბრენდმა პირველად წარადგინა საკუთარი კოლექციის ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე.





 Hard Rock Cafe-ს თბილისის მაღაზიაში მართლაც დიდი არჩევანია. ბრენდირებული სამოსი ყველანაირი სტილისა და ასაკის ადამიანისთვის არის წარმოდგენილი. მაღაზიაში სამოსთან ერთად ძალიან საინტერესო აქსესუარების და ნივთების შეძენას შეძლებთ.






როდესაც მაღაზიაში შევედი, ძალიან გამიჭირდა არჩევანის გაკეთება. თითქოს ყველაფერი გინდა, რომ მოირგო, გაიკეთო, მაგრამ ბოლოს  მაინც "Hoodie" ავარჩიე, რომლის გამოყენებას ნებისმიერ დროსა და სეზონზე შევძლებ.


1 comment:

  1. We are direct mandate to providers and facilitators of all types of Bank Guarantee (BG), SBLC for Lease and Purchase. We engage in MTN, PPP programs, MT109, MT799, MT760, Loans, Sale and Lease of Financial Instruments. In addition we have a track record of 100% deliverance rate with the best workable procedures in the Financial Instruments industry. Our providers are very reliable and ready to transact.


    We have an excellent relationship with top rated banks in both Europe and Asia, Stock brokers and financial institutions all over the world. Within a short and transparent transaction period we can provide the SBLC/BG for your Heavy/Light project funding.

    We look forward to your cooperation as we establish a successful business relationship. Anticipating your inquiry

    Email: tekstructuredfinanceltd@gmail. com
    Skype: tekstructuredfinanceltd

    Regards
    David Thomas
    TEK STRUCTURED FINANCE LTD
    BROKERS ARE WELCOME

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...