Tuesday, April 17, 2018

Season's MUST-HAVES at Parfois


ყოველთვის ძალიან მომწონდა ბრენდი Parfois. ჩემი აზრით, არცერთი outfit-ი დასრულებული არ არის, თუ ქალბატონს შესაბამისი აქსესუარები არ უკეთია. ბრენდი Parfois არის ისეთი ქალბატონებისთვის, რომლებსაც არ ეშინიათ ჩარჩოების, უყვართ მოდა, მრავალფეროვანი აქსესუარები და რა თქმა უნდა სამყარო, რომელშიც სურთ საკუთარი ადგილი მყარად დაიმკვიდრონ. 



გაზაფხული/ზაფხული 2018 წლის ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, ლავანდისფერი და პასტელური ტონები ამ სეზონზე ყველაზე აქტუალურია. შესაბამისად, მაღაზიაში შესვლისთანავე ჩემი ყურადღება სწორედ ამ ფერებში გადაწყვეტილმა ფეხსაცმელმა, ჩანთამ და სათვალემ მიიქცია.




სასიამოვნო და ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ Parfois-ში შესაძლებელია ერთდროულად ტენდენციური და ხარისხიანი აქსესუარები შეიძინოთ ძალიან მისაღებ ფასად.


ამ ულამაზესი ლავანდისფერი ფეხსაცმლის ფასი სულ რაღაც 89 ლარია.


ჩანთა, რომელსაც საკმაოდ კომფორტული ზომა და ტენდენციური ფორმა აქვს 99 ლარი ღირს.


ეს სათვალე კი, რომელიც ძალიან მომწონს სულ რაღაც 39 ლარი.

პარფოისის მაღაზიათა ქსელში, უკვე შეგიძლიათ თავად დაათვალიეროთ ახალი კოლექცია და დარწმუნდეთ, რომ ეს მრავალფეროვნება, სწორედ თქვენთვისაა, იმისთვის, რომ თითოეულმა თქვენგანმა, შეინარჩუნოთ თავისუფლება და საკუთარი სტილი.



No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget