Monday, February 12, 2018

TIME Georgia New Valentine's Campaign


სიამაყით ვივსები, როდესაც ამ ფოტოებს ვხედავ. მართლაც სასიხარულოა, როდესაც თბილისში, ერევანსა და მინსკში საკუთარ ნამუშევრებს ხედავ. ბრენდ TIME-ის ახალი ვალენტინობის სარეკლამო კამპანიისთვის სწორედ მე ვიმუშავე, როგორც STYLE DIRECTOR-მა. ვალენტინობა ყოველთვის წითელ ფერებთან ასოცირდება, სწორედ ამიტომ ავარჩიე წითელი მანქანა, რომ ვალენტინობის ვაიბი უფრო მკვეთრად გამომეხატა. 

ფოტოებზე ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა ფოტოგრაფმა დავით ერისთავიმა იმუშავა.
ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს : მაკიაჟი თეკო შენკენი, თმა გია ელიაძე.
მოდელის ჩაცმულობაზე კი ისეთმა საერთაშორისო ბრენდებმა იზრუნეს, როგორიც გახლავთ TOPSHOP და MISS SELFRIDGE.

თაკო ნაცვლიშვილი, როგორც „TIME”-ის ბრენდამბასადორი, 2018 წლის განმავლობაში წარადგენს საათებისა და სამკაულების ისეთ „TIME”-ის ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: MICHAEL KORS, EMPORIO ARMANI, GUCCI, DKNY, DIESEL, PANDORA და სხვა უამრავი ბრენდის უახლეს კოლექციებს. „მოხარული ვართ, რომ თაკო „თაიმის“ ბრენდის წარმომადგენელია. ახალგაზრდა, ენერგიული ადამიანი, რომელსაც აქვს სილამაზე, ელეგანტურობა, კლასიკურობა, ინდივიდუალიზმი და ბუნებრივობა - იმ ყველაფრის ერთობლიობა, რაც „თაიმის“ ბრენდკოდია.” თაკო ნაცვლიშვილისა და „თაიმის“ კოლაბორაცია ვიზუალურად პირველად იქნება წარმოდგენილი 2018 წლის თებერვლიდან ვალენტინობის კამპანიის ფარგელებში, თბილისის მასშტაბით სხვადასხვა მარკეტინგული არხის საშუალებით.

საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში აღიარებული და მსოფლიოს მასშტაბით წარმატებული სუპერმოდელი თაკო ნაცვლიშვილი საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელის „TIME” ბრენდამბასადორი გახდა. თაკო 16 წლიდან პარიზის, ლონდონის, მილანისა და მაღალი მოდის სხვა კვირეულებზე წარმოადგენს ისეთ ლეგენდარულ დიზაინერებს, როგორიცაა: VERSACE, ZUHAIR MURAD, ELIE SAAB, ARMANI, ALEXANDER McQUEEN და ასე შემდეგ. 2016 წელს თაკო ოფიციალურად ARMANI COLLEZIONI-ს სახე გახდა.





No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget