Wednesday, January 31, 2018

BALMAIN Hair Couture უკვე საქართველოშია


ძალიან მიყვარს საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარება, განსაკუთრებით თუ საქმე თმას ეხება. არასდროს მენანება მისი შეჭრა, შეღებვა, თუმცა რათქმაუნდა ამდენი ექსპერიმენტი აზიანებს და აუხეშებს თმას.
პირდაპირ გეტყვით ამ ბოლო დროს იმდენჯერ შევიღებე, გავიღიავე თმა, ნამდვილად არ მეგონა ოდესმე მის ხარისხს თუ რამე ეშველებოდა, მაგრამ თურმე ვცდებოდი.


მინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ BALMAIN Paris Hair Couture უმაღლესი კლასის თმის მოვლის საშუალებების ოფიციალური წარმომადგენლობა უკვე საქართველოშია. 


“მაღალი მოდის სფეროში აღიარებული პროფესიონალური, ინოვაციოური, ექსკლუზიური თმის მოვლის საშუალებების წარმოება, რომელიც გათვლილია ძლიერი ქალის/კაცის სრულყოფილი იმიჯის შესაქმნელად და ხაზს უსვავს პიროვნულ ინდივიდუალიზმს და თანამედროევეობას საერთაშორისო მასშტაბით“


ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მე გამოვცადე ეს პროდუქცია და მინდა გითხრათ, რომ შედეგით გაოცებული ვარ.


რა არის BALMAIN Hair Couture-ის უპირატესობა?

უმაღლესი ხარისხის თმის მოვლის, სტაილინგის საშუალებები, პარაბენების და სულფატების შემცველობის გარეშე; უნივერსალური პროდუქცია, რომელიც განკუთვნილია როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის; სამ ფაზიანი მოვლისათვის განსაზღვრული პროდუქციის ასორტიმენტი, არგანის ზეთის და აბრეშუმის პროტეინების შემცველობით; ექსკლუზიური ხელწერა, პარფიუმის 3 განზომილებიანი სისტემა, ანტიალერგიული, ორივე სქესზე გათვლილი უნიკალური შემადგენლობით; ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე ორიენტაცია.


როდესაც სავარცხლის შეხებას გრძნობ, უკვე ხვდები, რომ საერთოდ სხვა ხარისხთან გაქვს საქმე.


თმის უთოს მოხმარებაც კი, რომელიც აქამდე არცთუ ისე სასიამოვნო პროცესი იყო, რადგან ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა თმა არ დაეზიანებინა, Balmain Hair Couture-ის პროდუქციამ მოლოდინს გადააჭარბა.


მას შემდეგ რაც KEUNE-ის პროფესიონალმა თმის სტილისტმა Balmain Hair Couture-ის თმის მოცულობის შამპუნი და კონდინციონერი გამოიყენა, რომელიც არ შეიცავს პარაბენებს, ჩემი თმა რბილი, ბზინვარე და ჯანსაღი გახადა.


მართლა არ მეგონა, თუ ერთი პროცედურით მსგავსი შედეგის მიღება შესაძლებელი იქნებოდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ქალბატონის ცხოვრებაში ჯანსაღი თმა ისეთივე მნიშნველოვანია, როგორც ლამაზი სახის კანი  ან გემოვნებიანი სამოსი.


მიხარია, რომ საქართველოში ასეთი დონის პროდუქციის ყიდვა უკვე შესაძლებელია, მაგრამ კიდევ უფრო სასიხარულოა ჩემთვის, რომ ერთ-ერთმა პირველმა სწორედ მე გამოვცადე Balmain Hair Couture და თამამად გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს.



ბრენდი ქალბატონებს არამხოლოდ თმის მოვლის საშუალებებით ანებივრებს, არამედ სპეციალურად თმისთვის შექმნილი განსაკუთრებული Parfum-ითაც, რომელიც ე.წ. FINAL TOUCH არის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურის შემდეგ.


და ბოლოს, გთავაზობთ რეალურ ფოტო მასალას, როგორ გამოიყურებოდა ჩემი თმა Balmain Hair Couture პროდუქციის გამოყენებამდე, და მას შემდეგ!

ერთი შეხედვით მართლაც დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ერთი პროცედურით თმის ხარისხის ასე რადიკალურად გაუმჯობესება, მაგრამ აღმოჩნდა რომ KEUNE-ის პროფესიონალთა გუნდის დახმარებით, რომლებმაც სწორედ Balmain Hair Couture-ის საოცარი პროდუქცია გამოიყენეს, ერთ დღეშიც შესაძლებელია ამ შედეგის მიღება.

დეტალური ინფორმაციისთვის კი ეწვიეთ ბრენდის Facebook გვერდს



2 comments:

  1. FINANCIAL BREAKTHROUGH

    Life indeed is GRACE, I'am Daan Sophia currently in California USA. I would like to share my experience with you guys on how I got a loan of $185,000.00 USD to clear my bank draft and start up a new business. It all started when i lost my home and belongings due to the bank draft I took to offset some bills and some personal needs. I became so desperate and began to seek for funds at all means. Luckily for me I heard a colleague of mine talking about this company, I got interested although i was scared of being scammed, I was compelled by my situation and had no choice than to seek advise from my friend regarding this very company and was given their contact number, getting intouch with them really made me skeptical due to my past experience with online lenders, little did i know this very Company "PROGRESSIVE LOAN INC. was a godsent to me and my family and the entire Internet World, this company has been of great help to me and some of my colleague and today am a proud owner of well organized business and responsibilities are well handled all thanks to Josef Lewis of (progresiveloan@yahoo.com).. So if really you are genuinely in need of a loan either to expand or start up your own business or in any form of financial difficulty, i advise you give Mr Josef Lewis of Progressive loan the opportunity of financial upliftment in your life Email: progresiveloan@yahoo.com OR Call/Text +1(603) 786-7565 and not fall victim of online scam in the name of getting a loan. thanks



    ReplyDelete
  2. Your hair is so beautiful :) love the colour:)
    www.ivanasworld.com

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget