Saturday, December 2, 2017

Lancôme - ის დაუვიწყარი მასტერკლასები "ლუტეციასგან"


არაფერი ისე არ მაბედნიერებს, როგორც სუნამოზე, კოსმეტიკაზე და თავის მოვლაზე საუბარი. სწორედ ამიტომ მიყვარს "ლუტეცია" ჯგუფი. ამჯერად დაუვიწყარი მასტერკლასები შემოგვთავაზეს Lancôme-ის  სილამაზის ექსპერტებისგან.



პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციამ“ 1 და 2 დეკემბერს ლუქს ბრენდებზე, როგორიცაა LANCOME, YSL, Biotherm, Armani, Victor&Rolf განსაკუთრებულ შეთავაზება გაუმზადა თავის მომხმარებელს. სპეციალურად ამ დღეებისთვის საქართველოს LANCOME-ს კოსმეტოლოგი მარინა პოსოხოვა და Yves Saint Laurent ბრენდის ვიზაჟისტი ნატალია სტარუში ეწვია. ლუტეციამ უცხოელ სტუმრებთან  სასტუმრო „ბილტმორში“ LANCOME-ს ბრენდის სუნამოების, მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის შესახებ ინფორმაცია გაგვაცნო და მასტერკლასები შემოგვთავაზა. 


პირველი ოთახი, სადაც Lancôme-ის პროფესიონალებმა შეგვიყვანეს არომატების ოთახი გახლდათ. დამეთანხმებით, ძალიან რთულია უამრავ საოცარ სურნელში არ დაიბნე და გამოარჩიო შენთვის საუკეთესო სურნელი. იმდენად მიყვარს Lancôme-ის La vie est belle, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, საბოლოო არჩევანი კვლავ ამ სუნამოზე გავაკეთე, თუმცა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მის ახალ არომატზე სახელწოებით La vie est belle L'ECLAT.


თუ არ შეგირჩევიათ ჯერ ზამთრისთვის შესაფერისი სუნამო, მაშინ ჩემი რჩევა იქნება, რომ არჩევანი სწორედ ამ არომატზე შეაჩეროთ. ბევრნაირი სურნელი მომწონს, შეიძლება ითქვას, ყველა სეზონზე სხვადასხვა, მაგრამ Lancôme-ის La vie est belle, უცვლელად ინარჩუნებს ადგილს ჩემი სუნამოების გარდერობში.


შემდეგი ოთახი, სადაც გადავინაცვლეთ, გახლდათ კანის მოვლის ოთახი. ალბათ, დამეთანხმებით, რომ სახის კანის მოვლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ყველა ქალბატონის ცხოვრებაში. მაგრამ მოვლაზე მნიშვნელოვანი  ამ ყველაფრის სწორად და ხარისხიანად გაკეთებაა. 


მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვენდობოდი ამ ბრენდს, მასტერკლასის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად დავრწმუნდი, თუ რამდენად განსაკუთრებულ პროდუქციას გვთავაზობს Lancôme-ი მოვლის მიმართულებითაც.



და ბოლოს, ჩემი ყველზე საყვარელი ოთახი, დეკორატიული კოსმეტიკის  ოთახი!!!


იმდენად საჭირო და სასარგებლო ინფორმაციებით სავსე გამოვედი ამ ოთახიდან, არ შემიძლია, რომ თქვენც არ გაგიზიაროთ! მე ამ დღემდე ძალიან ბევრი ბრენდის მასკარა ვცადე, მაგრამ როგორც იქნა, აღმოვაჩინე ის რაც მჭირდებოდა!


ჰიპნოზი! როგორც Lancôme-ის პროფესიონალმა გვითხრა ეს არის მასკარა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამში ერთი ცალი იყიდება. მისი საიდუმლო არის ის, რომ ერთდროულად წამწამს აგრელებს, მოცულობას მატებს და შეგიძლიათ, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაიმატოთ, თანაც ისე, რომ წამწამი ისევ იდეალურად ლამაზად  გამოიყურებოდეს.


შემდეგი პროდუქტი, რომელიც ჩემთვისაც სასიამოვნო სიახლე გახლდათ, ეს არის "Matte Shaker". ტუჩსაცხი, რომელიც უნდა გაანჯღრიოთ და შემდეგ სპონჯით წაისვათ. ალბათ, ასე მარტივად, წვალების გარეშე, ტუჩსაცხი არასდროს წამისვამს. აუცილებლად გირჩევთ, რომ თქვენც სცადოთ.


 LANCOME არის ბრენდი, რომელსაც სამივე მიმართულებით წარმოდგენილი აქვს პროდუქტების ფართო არჩევანი "ლუტეციას" ყველა მაღაზაიში. მე კი ძალიან მიხარია, რომ მოგვეცა კიდევ ერთი შანსი უფრო დეტალურად გავცნობოდით ამ ბრენდის თითოეულ პროდუქტს და სილამაზის ექსპერტებისგან სწორი და მნიშვნელოვანი რჩევები მოგვესმინა, რომელსაც სიხარულით გიზიარებთ. 

No comments:

Post a Comment

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget