Monday, November 13, 2017

What to buy right now

ტენდენციები სეზონიდან სეზონამდე იცვლება. თუ გადავავლებთ თვალს 2017/18 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს ვნახავთ, რომ კუბოკრული პრინტი ძალიან ტენდენციურია, ასევე აქტუალობას არ კარგავს ყვავილებიანი ქსოვილებიანი და მკვეთრი ფერის ფეხსაცმელები.




გთავაზობთ ლუქს, რომელიც ჩემი აზრით, ამ სეზონის ტენდენციებს გამოხატავს. ასევე გთავაზობთ ონლაინ მაღაზიებსა და მისამართებს, სად შეძლებთ ამ კონკრეტული ნივთების შეძენას.


ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას ეს სათვალე ამ სეზონის ნამდვილი MUST-HAVE-ია. ეს სათვალე არაერთმა ცნობილმა ადამიანმა თუ მოდის სფეროს ინფლუენსერმა მოირგო. მის შესაძენად სულ რაღაც 300 ლარია საჭირო.

მის შეძენას შეძლებთ BUYERS.GE - ზე სადაც ამ მომენტში ამოწურულია მარაგი, მაგრამ მალე დაემატება.


ალბათ იცით, რომ ამ სეზონზე პატარა ზომის ჩანთებია ძალიან აქტუალური. გთავაზობთ მარიამ გვასალიას ჩანთას, რომლის ღირებულებაც გახლავთ 350 ლარი, შეგიძლიათ შეიძინოთ მარიამ გვასალიას მაღაზიაში ქობულეთის N.19.


2017 წლის სიახლე "არომატეკაში" Comme des Garcons ის - Concrete. ყველაზე ექსცენტრიული ბრენდის კიდევ ერთი გამორჩეული არომატი მამაკაცებისა და ქალებისათვის. განსხვავებული დიზაინი, რომლის ინსპირაცია ე.წ მსოფლიოს დედაქალაქის ნიუ იორკის არქიტექტურა გახდა. ფასი 447 ლარი 80ml. შეიძინეთ იგი იოანე შავთელის 17, სასტუმრო "ამბასადორის" პირველი სართული.

H&M ის ამ კაბას თავადაც ძალიან ველოდები და ერთი სული მაქვს, როდის გაიხსნება მაღაზია, რომ შევიძინო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან ტენდენციურია, არამხოლოდ პრინტით, არამედ ფორმითა და სტილითაც. ფასი კი ძალიან მისაღებია, 149 ლარი.


Zara-ს კუბოკრული პალტოს შესაძენად 499 ლარი დაგჭირდებათ, რომელიც უკვე წარმოდგენილია თბილისის მაღაზიებში.


უკვე ავღნიშნე, რომ ამ სეზონზე ყველაზე მეტად ფერადი, მკვეთრი ფერის ფეხსაცმელია აქტუალური. გთავაზობთ, ქართული ბრენდის Materiel by LADO BOKUCHAVA-ს წითელი ფერის ზამთრის ფეხსაცმელს, რომელსაც ტენდენციური ცხვირის და ქუსლის ფორმა აქვს. მისი შეძენა შეგიძლიათ, როგორც MATERIELTBILISI.COM-ზე, ისე მაღაზიაში მისამართზე კოტე აფხაზის ქუჩა N22. ფეხსაცმლის ფასია 620 ლარი.


1 comment:

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget