Friday, November 24, 2017

პირველად საქართველოში SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელობას პარფიუმეულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ უმასპინძლა

(Salvatore Ferragamo-ს არაჩვეულებრივი სუნამო Signorina "ლუტეცია" ჯგუფისგან საჩუქრად მერგო )

"ლუტეცია" ჯგუფი ჩემთვის იმ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიასთან ასოცირდება, რომელიც მუდამ სიახლეებით და განსაკუთრებული დღესასწაულებით გამოირჩევა. ეს არის კომპანია, რომლის წყალობით გრძნობ გაზაფხულის შემოსვლას, ან ახალი წლის დადგომას. შესაბამისად ყოველ მათ ღონისძიებას დიდი სიხარულით ვესწრები, მით უფრო რომ საშუალებას გვაძლევენ, ისეთი ადამიანები გავიცნოთ, როგორიც ამ შემთხვევაში ცნობილი იტალიური ბრენდის SALVATORE FERRAGAMO-ს აღასრულებელი ხელმძღვანელი ბ-ნი ლუჩიანო ბერტინელი გახლავთ.


(ბ-ნი ლუჩიანო ბერტინელი)

იტალიელი ხალხი ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ქართველებს და იტალიელებს ბევრი საერთო გვაქვს, შესაბამისად, მისი მოსმენა ასმაგ სიამოვნებას მგვრიდა. საქმიანი შეხვედრა რესტორან ტაბლაში ლეგენდარული ბრენდის ხელმძღვანელობისვის ქართული ტრადიციების გაცნობით დაიწყო, ხოლო ქართველი მასმედიის წარმომადგენლებმა კი SALVATORE FERRAGAMO-ს განსხვავებული სურნელოვანი სამყაროს შესახებ ექსკლუზიური ინფორმაციის გაცნობით წარმართა.


როგორც ცნობილია SALVATORE FERRAGAMO-ს - ეს ის ბრენდია რომელიც დახვეწილობასთან და ფუფუნებასთან ასოცირდება ყველასთვის მსოფლიოს გარშემო. თითქმის საუკუნეა გვაოცებს კრეატიულობით, საუკეთესო სტილით, ექსკლუზიური ხელწერით და რა თქმა უნდა უმაღესი იტალიური ხარისხით. ბრენდის წარმოებაშია ქალისა და მამაკაცის სამოსი, უნიკალური ტყავის აქსესუარები და რა თქმა უნდა პარფიუმერია, რომლითაც პარფუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“ გვანებივრებს 2008 წლიდან.


SALVATORE FERRAGAMO-ს არომატები ემოციებთან და გრძნობებთან არის დაკავშირებული და როგორც ჩვენ გვჯერა ცხოვრება არაფერია ემოციების გარეშე. 
შეხვედრა ისეთივე საინტერესო და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა. როგორც SALVATORE FERRAGAMO-ს თითოეული არომატი. „ტაბლაში“ Signorina და UOMO სუნამოების ჯადოსნური სურნელი და შთაგონება ბევრი დეტალით იგრძნობოდა. ეს იყო დაუვიწყარი იტალიური სურნელის ერთ საათი ქართულ გარემოში.

(მე და ლუტეციას მარკეტინგის მენეჯერი მარიამ რობიტაშვილი)

SALVATORE FERRAGAMO-ს გუნდმა ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში „ლუტეციას“, შედეგიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავლის გეგმებზე ისაუბრა.

(ლუტეცია ჯგუფის პრეზიდენტი ბ-ნი ვახტანგ ფხაკაძე, მარიამ რობიტაშვილი და პრესის წარმომადგენლები)

1 comment:

  1. Beautiful I love this brand :)
    www.ivanasworld.com

    ReplyDelete

Thanks for having a time to comment on my blog :) XoXo Btw Please like my facebook page : http://www.facebook.com/anobanosblog

YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget