Wednesday, December 13, 2017

ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე Gucci-ს ახალ სარეკლამო კამპანიაში


მას შემდეგ, რაც ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე Gucci-ს გაზაფხული/ზაფხული 2018 წლის კოლექციის ჩვენებაზე ვიხილეთ, ბრენდმა ის ექსკლუზიურ მოდელად აიყვანა და მის ახალ Pre-Fall 2018 წლის სარეკლამო კამპანიაში გადაიღო.

Best Destination To Be Trendy


ახალი წელი ახლოვდება და გადავწყვიტე შემოგთავაზოთ საუკეთესო კაბები 2017 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციებიდან. თუმცა, ვფიქრობ, თუ რეალურ შესაძლებლობებსაც არ შემოგთავაზებთ მსგავსი სამოსი სად შეიძინოთ, ჩემი რჩევები პროდუქტიული არ იქნება.

Tuesday, December 12, 2017

Mismatching Earrings You Must Start Wearing Right Now


2017 წლის შემოდგომა/ზამთრის ერთ-ერთი გამოკვეთილი ტენდენცია ერთმანეთთან შეუსაბამო ე.წ. "Mismatching" საყურეებია. 

Wednesday, December 6, 2017

Calvin Klein-ი უკვე საქართველოშია!


Calvin Klein არის ბრენდი, რომელთან კოლაბორაციაც პირდაპირი მნიშვნელობით ძალიან დიდი წარამტების საწინდარია. ის, რომ დღესდღეისობით Kate Moss ყველაზე აიქონიქ მოდელი და ქალბატონია, სწორედ მისი CK-სთან თანამშრომლობის შედეგია 16 წლის ასაკში. 

Saturday, December 2, 2017

Lancôme - ის დაუვიწყარი მასტერკლასები "ლუტეციასგან"


არაფერი ისე არ მაბედნიერებს, როგორც სუნამოზე, კოსმეტიკაზე და თავის მოვლაზე საუბარი. სწორედ ამიტომ მიყვარს "ლუტეცია" ჯგუფი. ამჯერად დაუვიწყარი მასტერკლასები შემოგვთავაზეს Lancôme-ის  სილამაზის ექსპერტებისგან.

Wednesday, November 29, 2017

Black Hair Bow


2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ შავი ბაფთა, როგორც თმის აქსესუარი საკმაოდ აქტუალურია. თუ გსურთ თქვენი გარეგნობა საინტერესო, ელეგანტური და ტენდენციური იყოს, აუცილებლად გამოიყენეთ ეს დეტალი, მით უფრო, რომ წარმოდგენილია სხვადასხვანაირი ვარიაციები. 

Monday, November 27, 2017

Winter is coming

( Coat H&M Trend, Dress H&M Trend, Bag Charles & Keith, Sunglasses Miu Miu, Shoes Stradivarius)

ვფიქრობ, დროა თბილ შემოდგომას დავემშვიდობოთ და ცივ ზამთარს შევეგებოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სუსხი ცივ ტონალობებთან ასოცირდება, გირჩევთ თქვენი ჩაცულობით გაიფერადოთ დღეები. 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის ტენდენციებს თუ გადავავლებთ თვალს, აქცენტი ყვავყილებიან პრინტის სამოსზე, კერძოდ კაბებზე უნდა გააკეთოთ. ასევე ძალიან აქტუალურია მკვეთრად გამორჩეული ფერის ფეხსაცმელი.

Friday, November 24, 2017

პირველად საქართველოში SALVATORE FERRAGAMO-ს აღმასრულებელ ხელმძღვანელობას პარფიუმეულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეციამ“ უმასპინძლა

(Salvatore Ferragamo-ს არაჩვეულებრივი სუნამო Signorina "ლუტეცია" ჯგუფისგან საჩუქრად მერგო )

"ლუტეცია" ჯგუფი ჩემთვის იმ ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიასთან ასოცირდება, რომელიც მუდამ სიახლეებით და განსაკუთრებული დღესასწაულებით გამოირჩევა. ეს არის კომპანია, რომლის წყალობით გრძნობ გაზაფხულის შემოსვლას, ან ახალი წლის დადგომას. შესაბამისად ყოველ მათ ღონისძიებას დიდი სიხარულით ვესწრები, მით უფრო რომ საშუალებას გვაძლევენ, ისეთი ადამიანები გავიცნოთ, როგორიც ამ შემთხვევაში ცნობილი იტალიური ბრენდის SALVATORE FERRAGAMO-ს აღასრულებელი ხელმძღვანელი ბ-ნი ლუჩიანო ბერტინელი გახლავთ.

Monday, November 20, 2017

წამწამები - შეუდარებელი და აუცილებელი აქსესუარი



გულახდილად გეტყვით, რომ ყოველთვის ვერიდებოდი ჩემს გარეგნობაში თუნდაც პატარა ცვლილებების შეტანას. არა იმიტომ, რომ ცუდია ან არ მომწონს, უბრალოდ ექპსერიმენტების მოყვარული არ ვარ, რადგან წინასწარ არასდროს არ იცი მიღებული შედეგი მოგეწონება თუ არა. მაგრამ ის რაც სტუდიო Yin Yang-ში გამოვცადე სრულიად სხვა არის.

უკრაინელი პროფესიონალებით დატვირთული გუნდი, რომლებმაც ზუსტად იციან თავიანთი საქმე. პირველი, რაზეც ცოტა რთულად, მაგრამ მაინც დამითანხმეს წამწამების დაგრძელება გახლდათ.

Sunday, November 19, 2017

In the mood of fall


( Sunglsasses GEORGE KEBURIA, Knitwear H&M TREND, Skirt and Boots ZARA, Bag Charles&Keith)

H&M ის გახსნას ჩემთვის ცოტა სხვა დატვირთვა აქვს. როდესაც ამბობენ, რომ ეს ყველაზე იაფ-ფასიანი დაბალი ხარისხის ბრენდია, მინდა შეგეკამათოთ, რომ ამ ბრენდს აქვს რამდენიმე ხაზი, მაგალითად Premium Line TREND, ასევე კოლაბორაციები მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რომელიც მე ძალიან მიყვარს და მომწონს. არასდროს არ ვიხდი კოლოსალურ თანხას ტანსაცმელში, რადგან მოდა, ტენდენციები მუდმივად იცვლება. შესაბამისად ის, რასაც დღეს ვყიდულობთ, შესაძლებელია ძალიან მოკლე პერიოდში მოგვბეზრდეს და აღარ მოგვეწონოს. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, მაგალითად H&M TREND-ი, საკმაოდ ხარისხიან, ტენდენციურ და ნორმალური ფასის კოლექციებს გვთავაზობს. შესაბამისად, ჩემს სუბიექტურ სიხარულს, ბრენდის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით თამამად გიზიარებთ.

Photographed by David Eristavi

Wednesday, November 15, 2017

Mariam Gvasalia shoes to die for


მარიამ გვასალია ყოველთვის გამოირჩევა ფეხსაცმელების განსაკუთრებული დიზაინით. ფერადი, საინტერესო, განსხვავებული ფორმის ფეხსაცმელები მისი სტილისთვის დამახასიათებელია. წარმოგიდგენთ ახალი კოლექციის ფოტოსესიას, რომელზეც სიხარულით გეტყვით, რომ მე ვიმუშავე, როგორც სტილისტმა.

Monday, November 13, 2017

What to buy right now

ტენდენციები სეზონიდან სეზონამდე იცვლება. თუ გადავავლებთ თვალს 2017/18 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს ვნახავთ, რომ კუბოკრული პრინტი ძალიან ტენდენციურია, ასევე აქტუალობას არ კარგავს ყვავილებიანი ქსოვილებიანი და მკვეთრი ფერის ფეხსაცმელები.



Saturday, November 11, 2017

Pernille Teisbaek - Scandinavian Style Star


ალბათ ყველას გვყავს Style Icon-ი, ან თუ ამას არ ვაღიარებთ, მაშინ აუცილებლად არსებობენ ადამიანები, რომელთა სტილიც ნამდვილად მისაბაძი და ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის. ჩემი მოდის სფეროში მოღვაწეობის განმავლობაში არაერთი ქალბატონი გამხდარა საინტერესო თავისი ჩაცმულობის გამო, მაგრამ არცერთი ყოფილა ისე ორგანულად საინტერესო, როგორც პერნილ თაისბექი.
იგი 15 წელია უკვე, რაც მოდის სფეროში მოღვაწეობს და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინფლუენსერია. 2012 წელს მან თავისი ბლოგი Lookdepernille შექმნა და დაიწყო მუშაობა როგორც ფრილანსფერმა მოდის სტილისტმა. 

It's time to be back!

Photo by Andrew Barber (Omnistyle)

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ის მომენტი, როცა ფიქრობ რა გინდა აკეთო ან შეცვალო შენს ცხოვრებაში. ჩემს შემთხვევაში ასეთ მომენტებში ყველაზე მეტად ჩემი ბლოგი მახსენდება, რომელიც 2012 წელს დავიწყე, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ უცხო იყო საზოგადოებისთვის. მახსენდება ის მოტივაცია და სტიმული, რომელიც მაშინ მქონდა და მიხარია, რომ ეს ყველაფერი ახლა გაასმაგებული მაქვს, რადგან ქართული გარემო ნამდვილად მზად არის Fashion Blog-ისთვის.

Monday, November 6, 2017

Weekend Max Mara-ს იტალიური საღამო თბილისში


იტალიაში გატარებული ზაფხულის შემდეგ, სწორედ Weekend Max Mara-მ შეძლო ჩემი უკან დაბრუნება რომაულ არდადაგებში, იტალიური მუსიკით, გარემოთი და ულამაზესი კოლექციით.  


იტალიური საღამო, რომელზეც თბილისში დიდხანს ისაუბრებენ - ეს თბილისის მოდის კვირეულის გახსნის წვეულებაა, რომელსაც Weekend Max Mara-მ სასტუმრო რადისონში უმასპინძლა. იტალიური სამზარეულო და ლიმონელო, სალომე ბაკურაძის საოცრად შესრულებული იტალიური სიმღერები და DJ რომლის მუსიკამაც ყველა ააცეკვა.

Monday, June 5, 2017

EISENBERG PARIS - ექსკლუზიურად ლუტეციაში


EISENBERG PARIS უკვე მეორე წელია საქართველოში ლუტეციას მაღაზიათა ქსელშია წამროდგენილი. ბრენდი ყოველთვის ანებივრებს თავის მომხმარებელს საუკეთესო პროდუქციით, სიახლეებით და ახლახან ქართული მედიის წარმომადგენლებს ბრენდის წარმომადგენელი ჟან ლუკ ტრონიონი შეხვდა.

პრესკონფერენცია რესტორან-ლაუნჯ „აკადემიაში“ წარიმართა, სადაც ისინი გაეცნენ ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, რომლებიც ექსკლუზიურად პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციაშია“ ხელმისაწვდომი. EISENBERG PARIS (აიზენბერგ პარიზი) პარფიმერულ მაღაზიათა ქსელმა „ლუტეცია“-მ ქართველ მომხმარებელს პირველად, 2015 წელს შესთავაზა. ეს არის ბრენდი, რომელიც წარმოდგენილია მოვლისა და პარფიუმერული საშუალებების ფართო სპექტრით. 

EISENBERG PARIS-ის კანის მოვლის საშუალებები გამოირჩევა 15-წლიანი კვლევის შედეგად შემუშავებული TRIO-MOLECULAR ® ფორმულით, რომელიც შეიცავს სამ მოლეკულას. ეს აღმოჩენა არის EISENBERG PARIS-ის ექსკლუზივი და დაპატენტებულია მსოფლიოს მაშტაბით. იგი აღადენს, აჯერებს ჟანგბადით და ენერგიით მუხტავს კანს. სევე როგორც ქალის ასევე მამაკაცის მოვლის საშალებები გამოირჩევა ძვირადღირებული და ბუნებრივი კომპონენტებით.


ბრენდისგან საჩუქრად მივიღე ულტრა-დამატენიანებელი საშუალება სპეციალურად მშრალი ან მგრძნობიარე კანისთვის! შესაძლებელია მისი გამოყენება ბავშვის ნაზ კანზეც კი... ბრენდის შემოსვლის დღიდან, მისი პროდუქციის მომხმარებელი ვარ. წარმოუდგენელია გქონდეს შეხება Eisenberg Paris-თან და არ გახდე მასზე დამოკიდებული.

ეს არის კრემი, რომელიც ატენიანებს, კვებავს, ამშვიდებს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას და ანიჭებს მას ჯანსაღ იერს! ექსკლუზიური TRIO-MOLECULAR® ფორმულით გაჯერებული ულტრა-კომფორტული საცხი თქვენი კანის კომფორტისთვის! ამასთანავე, შეიცავს შიის კარაქსა და ბისაბილოლს, რომელიც ჯადოსნურ სირბილესა და სინაზეს მატებს კანს. გამოყენების შედეგად, კანი გლუვი, მოვლილი და ჯანმრთელია. ტესტირებულია დერმატოლოგების მიერ!


YOU MIGHT ALSO LIKE

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...
There was an error in this gadget